пятница, 4 марта 2016 г.

რეფლექსია



          ტიციან ტაბიძის სახელობის ქ.თბილისის #43 საჯარო სკოლის ისტორიის 
    მასწავლებელი ნინო აბულაძე

     პროექტი „ჩვენი სოლოლაკი“

პროექტი „ჩვენი სოლოლაკი“ მოსწავლებთან ერთად დავგეგმე , მაშინ როდესაც ძველი თბილისი ისტორიის შესახებ ვსაუბრობდით ისტორიის გაკვეთილზე, მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი უკეთ შეესწავლათ ის უბანი სადაც ცხოვრობდნენ და შემომთავაზეს ამისთვის დაგვეგეგმა საინტერესო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობდა მათ უფრო ბევრი გაეგოთ სოლოლაკის შესახებ; როდესაც მოსწავლეებს უჩნდებათ სურვილი გაიცნონ და შეისწავლონ თბილისის ძველი ისტორია , ეს ჩემთვის პირველ რიგში სასიხარულო ფაქტია, მაგრამ ამავე დროს ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო, ვიცოდით, რომ პროექტის განსახორციელებლად დაგვჭირდებოდა დრო , ბევრი მუშაობა და თანამედროვე ტექნოგიების უკეთ შესწავლა , რადგან ყველა მასალა ჩვენ უნდა დაგვემუშავებინა, დაგვეფორმატებინა და შემდეგ ბლოგზე მოგვეთავსებინა , მაშინ ვიფიქრეთ, რომ ამას შევძლებდით. მიუხედავად იმისა, რომ პროექტზე მუშაობისას ძალიან ინტესიურად იმუშავეს მოსწავლეებმა ორი წლის განმავლობაში, მე ვფიქრობ ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და საჭიროებს ამ თემაზე სკოლიდან იმუშაონ სხვა ჯგუფებმაც , ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ახალი პროექტიც, რომელიც უკვე დაიგეგმა სკოლაში და ჩვენი სკოლის ისტორიის კვლევას უკავშირდება დაკავშირებულია ამ პროექტთან და თავისებურად ამავე სამუშაო პროცესის გაგრძელებად შეიძლება ჩავთვალოთ ;

                                პროექტის მთავარი იდეა (თემა)
  • · სოლოლაკის ისტორია, კულტურა, ტრადიციები;
  • პროექტის აქტუალურობა 
  • მოსწავლეები შეისწავლიან თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი უბნის ისტორიას, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მოხდება ელექტრორესურსების შექმნა და ვებგვერდის საშუალებით მოხდება სოლოლაკის გაცნობა-პოპულარიცაზია ; 

პროექტის აღწერა :

     
ჩვენი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სკოლაში. პროექტში  ჩართული იყო არა მხოლოდ ერთი კლასი , არამედ ყველა მსურველი, ვისაც უნდოდა ემუშავა ამ თემაზე , უპირველეს ყოვლისა , აუცილეებლი გახდა პროექტის დაგეგმვა , პირველი შეხვედრისას მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლები იმუშავებდნენ ისეთ თმებზე როგორიც არის სოლოლაკის ისტორიის კვლევა, ზეპირი ისტორიების დაწერა, სოლოლაკის არქტიტექტურის ( სადარბაზოების, სახლების, ეზოების ) შესწავლა, ქუჩების ისტორიის მოძიება, გადაღება და კლიპების შექმნა , საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა , თვალსაჩინოებების შექმნა , დამოტანჟება და ვიდეორესურსების გაკეთება, შემეცნებითი ბლოგის შექმნა ინგლისურ ენაზე, ბუკლეტების დამზადება; ასევე მთელი სამუშო ჯგუფების ერთობლივი ვიზიტები მუზეუმებში და თანამშრომლობა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან ისტორიების უკეთ გააზრებისათვის და იმ მასალების გაცნობიერებისათვის რომელიც დღეს მეტ-ნაკლებად უცნობია; ცალკე მუშაობდა ფოტოგრაფების ჯგუფი,, ცალკე მუშაობდა სოციალურ ქსელში „ჩვენი სოლოლაკის „ გვერდის შემქმნელი, რომელიც ყველა ინფორმაციას დროდადრო უზიარებდა ფართო საზოგადოებას; ამ მასალების მომზადება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარების გარეშე რთულია, ძირითადად ჩვენი მოძიებული მასალა იტვითებოდა OnDrive -ში , ისტორიები, რომლებიც უკვე გამზადებული იყო Word-ში და Pover point-ში ვუზიარებდით ერმანეთს One note-ს დახმარებით ,
ხშირად დახმარებისთვის ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით Skype-ს დახმარებით, სადაც რამოდენიმე სამუშაო ჯგუფი ერთად ერთვებოდა; საბოლოო დამუშავების შემდეგ ელექტრო რესურსები თავსდებოდა ბლოგზე ,ასევე იდებოდა სოციალურ ქსელში სპეციალურად შექმნილ გვერდზე „ჩვენი სოლოლაკი“ ; ვიდეოს აწყობა ხდებოდა Movie Maker-ის დახმარებით , ბუკლეტზე რუკის გასაკეთებლად გამოვიყენეთ Google maps , ჩვენი ერთ-ერთი აქტივობაგაკვეთილზე ავაწყეთ Sway-ს დახმარებით , სურათები მუშავდებოდა როგორ Avtokolag ისე Microsoft Photosynth -ის დახმარებით ; ამ სამუშაო პროცესმა ჩვენ დიდი გამოცდილება შეგვძინა ;

ემოცია :

· საოცარი შეგრძნებაა როდეაც მოსწავლეებთან ერთად იკვლევ ისტორიულ მასალას, ამ დროს ჩვენ უკვე მასწავლებელი და მოსწავლე კი არა , უბრალოდ თანამშრომლები ვართ, ხშირად გვიკამათია რომელი საკითხის რა კუთხიდან გაშუქება ჯობდა, ძალიან დიდი ხანი გვიწვალია ჩაწერილი მასალის დასალაგებად, სკაიპში ერთობლივად გვიმსჯელია რომელი საკითხი რის შემდეგ დაგველაგებინა , საათობით ვისხედით კომპიუტერთან დავგრზნობდით რა აუცილებელი იყო თანამედროვე ტექნოლოგიები, რამდენად გვეხმარებოდა პროგრამები ჩვენი იდეები რეალურ საქმედ გვექცია ; როდესაც ვხედავდი როგორ მუშაობდნენ მოსწავლეები , ვგრძნობდი რომ ეს პროცესი მათთვის აუცილებელი იყო , ი უნარ-ჩვევები რასაც სკოლაში, სწავლების პროცესში გამოიმუშავებდნენ აძლევდა საშუალებას მოსწავლეებს უკეთ ეფიქრათ, გაეაზრებინათ და დაეგეგმათ სამუშაო პროცესი;

შეფასება

  • პროექტი მიმდინარეობდა წელიწადნახევრის განმავლობაში, ჩვენ მიერ დაგეგმილი აქტივობების დიდი ნაწილი შესრულებულია , გვაქვს ხარვეზებიც- ქუჩების ისტორია არ არის სრულყოფილი და მეტ კვლევას საჭიროებას , ვერ მოვახერხეთ ფოტოგამოფენის მოწყობა , ბუკლეტის დაბეჭდვა და გავრცელება ნაკლებად მოხდა , ძალიან გვინდოდა სოლოლაკში მცხოვრები „უხუცესების“ მოწვევა და მათი ზეპირი ისტორიების ჩაწერა , 
ანალიზი:
  • · ზოგადად, პროექტის შეფასებისას ჩვენ დავინახეთ პროექტის ნაკლი, არ გვაქვს გაკეთებული ვირტუალური ტური სოლოლაკში, რაც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, ამიტომ უკვე ვფიქრობთ ამის გაკეთებაზე , შევარჩიეთ ორი პროგრამა Tourweaver 7 დაPanoramic Virtual Tour, ამჟამად ჩვენ ვიწყებთ მუშაობის ამ იდეის განსახორციელებლად ; 
  • · ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ გვაკლია საარქივო მასალა , ამჯერად ჩვენ უკვე დავგეგმეთ ვიზიტი არქივში , დამატებითი მასალების მოსაძიებლად და ახალი პროექტის სამუშაო გრაფიკიც უკვე გაწერილი გვაქვს
დასკვნა

·
„ჩვენი სოლოლაკის“ პროექტზე მუშაობისის დასრულებისას კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენ ცხოვრებაში ამ თემაზე მუშაობას, ჩემი მოსწავლეები ამბობენ , რომ მიეჩვივნენ დამოუკიდებელად გადაწყვეტილების მიღებას, უფრო მეტი აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, შეუძლიატ კომუნიკაცია და მასალების კვლევა და გადამუშავება; ყველამ ერთად კარგად დაივინახეთ თამედროვე ტექნოლოგიები რამდენად აუცილებელია 21-ე საუკუნეში , ყოველთვის ვერ ხერხდებოდა ჩვენი შეკრება , მაგრამ შეგვეძლო მუდმივი კონტაქტი გვქონოდა სოციალური ქსელების და სკაიპის საშუალებით, ასევე მასალების დამუშავების დროს ჩვენ შევძელით გაგვეუმჯობესებინა ჩვენი ცოდნა მაიქროსოფტის პროგრამების უკეთ ასათვისებლად , პროგრამები ყოველდღიურად მრავაფეროვანი და საინტერესო ხდება

пятница, 7 марта 2014 г.

ჩვენ

ჩვენ  სოლოლაკელები ვართ ..
ნუ იფიქრებთ , რომ ყველა სოლოლაკში ვცხოვრობთ , უბრალოდ ჩვენ  სოლოლაკის ერთ ერთ უძველეს სკოლაში ვსწავლობთ..
  ჩვენ არ ვართ მარტო ერთი კლასიდან.. უბრალოდ ჩვენ ნინო მასწავლებლის მოსწავლეები ვართ
 თვითშეფასებით დავიწყებთ, თუმცა ვიცით სულ ბოლოში უნდა დაგვეწერა..
 პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 22 ნოემბერს ,  ვიკრიბებოდით კვირაში ერთხელ, ვგეგმავდით და ვწერდით სამუშაო გრაფიკს, ვინაწილებდით დავალებებს... გვეგონა ერთ თვეში შევასრულებდით ყველაფერს .. მაგრამ ასე არ მოხდა
  ვისაც უმუშავია მსგავს პროექტზე თავად გვეტყვის ახლა -ერთი თვე არ არის საკმარისი , მეტი დროა საჭიროო, ჩვენც დაგეთანხმებით და ვაღიარებთ, ცოტა რთული ყოფილა მუშაობა... ერთ პატარა უბანში იმდენია სანახავი, გამოსაკვლევი, ჩასაწერი, დასახატი, გადასაღები მინიმუმ 4 თვე დაგვჭირდა .. თან ნინო მასწავლებელთან ერთად მივედით ერთ დიდ დასკვნამდე, არასოდეს დაგეგმოთ გრძელვადიანი პროექტი ახალ წლამდე ერთი თვით ადრე... დიახ, ასეა, ახალმა წელმა წაიღო ჩვენი სამუშაო გრაფიკის 20 დღე .. ვერ გეტყვით, რომ მასწი არ შემოგვძახებდა ხოლმე, მაგრამ ახალი წელი ხომ ერთხელ არის წელიწადში...

  
არ ვიცით, რამდენად კარგად შევძელით მუშაობა, ჩვენ ვფიქრობთ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო.. არც იმას ვამბობთ, რომ დავამთავრეთ ამ პროექტზე მუშაობა, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ერთ-ერთ  შეხვედრაზე, რომ ეს ისეთი თემაა, რომელიც ყოველთვიურად, ყოველწლიურად უნდა შეივსოს, მთავარია ჩვენ დავიწყეტ, მთავარია არსებობს სკოლაში ადამიანი, რომელიც გვერდში გვიდგას და ჩვენთან ერთად ხარობს ჩვენი ”აღმოჩენებით”...
  ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას , ეს პროექტი ჩვენთვის არც პირველია და არც უკანასკნელი.. იმედია კვლავ ბევრ საინტერესო მასალას ნახავთ ჩვენს გვერდზე.. ჩვენ თქვენი თანადგომის იმედიც გვაქვს... 
                                                                            ”ჩვენი სოლოლაკის ”ჯგუფი... 




                                                     ჩვენ ....


понедельник, 20 января 2014 г.


დღეს დასრულდა  საახალწლო არდადეგები.. ჩვენ ისევ ვაგრძელბთ სოლოლაკის თემაზე მუშაობას , შემოგთავაზებთ რამდენიმე ვიდეო-ჩანახატს 

ლუკას და თამუნას ნამუშევარი
                                                                                                                                                                 




ანა გორგოშიძე . კოჯრის ქუჩა