ისტორია
რეპორტაჟის მომზადების დროს .... |
გამარჯობათ მე ლუკა ვარ, 43-ე საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელი ”ჩვენი სოლოლაკის ”პროექტის მონაწილე . ვსწავლობ და ვცხოვრობ სოლოლაკში, ძალიან მიყვარს ეს უბანი, ყოველთვის ვცდილობდი გამეგო სოლოლაკზე მეტი ინფორმაცია, როცა მე და თამუნა მურღულიამ გადავწყვიტეტ გამოკითხვა ჩაგვეტარებინა სოლოლაკის ქუჩებში, თუ რამდენმა არ იცოდა იმ ქუჩების ისტორია , სადაც ცხოვრობდა, ნინო მასწავლებელი სიხარულით შეხვდა ჩვენ ინიციატივას; სიმართლე გითხრატ, ჩვენში გაოცება გამოიწვია ერთმა ფაქტმა- ახალგაზრდობის ნაწილმა ვერ გვიპასუხა სოლოლაკის ისტორიის შესახებ, ნაწილმა არ ისურვა ჩვენთან გასაუბრება , მაგრამ იყვნენ რესპოდენენტებიც, რომლებიც საინტერესო მასალას გვაწვდიდნენ... კიდევ უფრო დავრწმუნდით იმაში, რაოდენ აუცილებელია იმ ტერიტორიის შესწავლა და გამოკვლევა , სადაც ცხოვრობ.. მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი რეპორტაჟი ... იმედია მოგეწონებათ
ახალ თბილისის ფარგლებში შედიან და ერთიან ქალაქს ქმნიან ის ტერიტორიები რომლბიც ადრე შემოგარენი ანუ გარეუბნები იყო,თითოეულს თავისი თვითმყოფადი ისტორია აქვს.
მრავალი ჯურის მტერმა,ხალხმა გადაუარა ქალაქს,მის შემოგარენს და თავისი წარუშლელი კვალიც დაამჩნია,როგორც ტოპონიმიკაში ასევე ყოფით-საქმიანობაში.
ახალი დასახლებული უბნების გაჩენა ხდებოდა სხვადასხვა საიტერესო მიზეზებით.მეტად საინტერესო ისტორია აქვს სოლოლაკის უბანს.აქ ადრე იყო დედოფლის,მეფის,მამასახლისის,თბილელის ბაღები.
1803 წელს დარეჯან დედოფალი (ერეკლე II მეუღლე) თავის ასულს თეკლა ბატონიშვილს მზითვებში აძლევს გარეთაუბანში მდებარე „დედოფლის“ ბაღის ნაწილს.სოლოლაკში „ბაღები მეტწილად მეფის ოჯახის იყო,ნასყიდობის ობიექტად ისინი არცა ქცეულან და ამიტომ დოკუმენტურ მასალაში ასახულან“.
XIX საუკუნის 20-იან წლებში სოლოლაკში ჯერ კიდევ ბაღებია.“აი,რას წერს თეკლე ბატონიშვილი რუსი ხელისუფლებისადმი ერთ-ერთ განცხადებაში:
„1823წ.არზა მიცემული თეკლე ბატონიშვილისა...თქვენო აღმატებულებავ,მოწყალევ ხელმწიფევ!
...მეორესაცა თხოვასა ამას ვჰყოფ აღმატებულებისადმი თქვენისა:გარეთუბანს არს ბაღი ჩემი,რომელიცა მაქვს მოცემული განსვენებული დედისა ჩემისა დარიასაგან და დამტკიცებული უმაღლესითა უქაზითა დროსა მთავარ მმართებლად ყოფილი კნიაზ ციციანოვისასა.ბაღსა ამასა აქვს განწესებული სოლოლაკიდამ წყალი ღრამატითა განსვენებულთა მშობელთა ჩემთაგან.მაგრამ ცხრა წელი არს რა ფრიად მცირეღა ეძლევა და სხვა მიღებულ არს ბაღთა მათთვის,რომელნიცა არა ყოფილან დროთა შინა მეფეთათა და აწ შენდებიან,ხოლო მცირედიცა იგი წყალი,რომელიცა დაშთობილ არს ბაღისათვის ჩემისა ჟამსა მას საჭიროსა.ოდესცა უნდა მოხმარებულ იქმნას სასარგებლოდ მისსა,მიაქვსთ სხვა და სხვათა შენობათათვის“.
დროთა განმავლობაში სოლოლაკში იჩეხებოდა ტყე,ადგილებს ისაკუთრებდნენ მაღალი ფენის წარმომადგენელთა სახლები,ძირითადად ბურჟუაზია.
ბუნებრივია ადგილის მისანიშნებლად ჩნდება სახელწოდებაც-სოლოლაკი ანუ სალალაკი,რაც დაკავშირებულია სალალაკის წყალთან და ამავე სახელწდების ქედთან თუ მთასთან.
სალალაკის ხევი თაბორის მთისა (თრიალეთის ქედის ერთ-ერთი განშტოებაა) და ნარიკალას გამყოფია.დიდი ქართველი გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონიც ამტკიცებს 1735წ. სჰედგენილი თბილისის გეგმა-რუკიტ და წერილობითაც,რომ“...კალას და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი.რომელიც გამოდის წავკისისა და კოჟრის მთებსა“ “...სალალაკის ხევის კარს უწოდებდნენ განჯის კარს“.
“სალალაკის წყალმა“დაკარგა სახელი და იწოდებოდა „წავკისის წყალად“,“ლეღვთა ხევიც“,დასახლებამ კი მიიღო სახელწოდება „სოლოლაკი“
სოლოლაკის განაშენიანება დაიწყო XIX საუკუნის მეორე მეოთხედში.ინტენსიური ათვისება კი მისი გადახურვის შემდეგ XIX საუკუნის 60-70იანი წლებიდან.იყო სოლოლაკის ქუჩაც ახლანდელი გიორგი ლეონიძის ქუჩა ჩვენი სოლოლაკის ქუჩას დაერქვა „ბაღის“
აღსანიშნავია რომ თითოეულ ბაღს ჰქონდა საგანგებოდ გაჭრილი წყლის რეზერვუარი-საგებარი და აუზი.“ის ბაღი თავისის აუზსა და სოლალაკის წყლის რასათით“.
წყლის მოხმარებაც მკაცრი რიგის მიხედვით იყო დაწესებული.ძველი მეპატრონე გაყიდვის შემთხვევაში მყიდველს აფრთხილევს:“...ეს ცემი ბაღი თავისის ნიშნებითა და თავისის სამძღურითა და თავისის წყლითა, როგორც ყულვაც ამას წინათ გქონდათ წყალი ყველამ თავისის რიგითა და თავისის ანგარიშითა ისე უნდა ყველამ თავისი რიგით წყალი წაიღოს,ორი დღე ბარაბასია,ოთხი დღე ბეჟანისა,სამი ჩვენ ორთავე ძმის არის,ეს წყალები რომ არის ყველამ თავისი წილი უნდა წაიღოს“...ქალაქის მოურავს ბაღებიდან წილიც ეკუთვნოდა.
სოლოლაკს სტატეგიური მნისვნელობა ჰქონდა იმ შემთხვევში,თუ მტერი მათ ხელში ჩაიგდებდა მას გზა ეხსნებოდა ქალაქისაკენ.აღალო მოგვითხრობს თეიმურაზ ბაგრატიონი-„ტბილისის ციხით სეიდაბადის გარდა მოსავალთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა,რათა ვერა უძლონ შემოსვლა ტფილისს...
ქეთევან ცუკილაშვილი . მე-11 კლასი
1824 წელს რუსული კლასიციზმის სტილში აშენებული პირველი შენობა არის ამიერკავკასიის სამხედრო შტაბი, რომელიც თავისუფლების მოედნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეშია. 1825 წელს შვეიცარელი არქიტექტორის, ჯუზეპე ბერნადაცის პროექტით კლასიცისტურ სტილში აშენდა იაკობ ზუბალაშვილის სახლი, რომელიც შემდეგ სასულიერო სემინარიად გადაკეთდა, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს ხელოვნების მუზეუმს ეკუთვნის.
ეს ორი შენობა დღემდე თითქმის უცვლელად არის შემორჩენილი....
მათ შორის არსებული 19-ე საუკუნის განაშენიანება საბჭოთა პერიოდში ორმა შენობამ შეცვალა – რუსთაველის 1, გვერდითი ფასადით დგას მოედნისკენ (არქ. ს.ყუბანეიშვილი, ა.ქურდიანი, მ.მელია, 1939 წ.) და “ცეკავშირის” შენობა, (არქ. გ.მელქაძე და ნ. ქვარცხავა, 1971 წ.) რომელიც ამჟამად დანგრეულია.
1851 წელს საზეიმოდ გაიხსნა იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის პროექტით აშენებული თეატრი. რენესანსის ეპოქის არქიტექტურით შთაგონებული შენობა, რომელიც დღევანდელი მოედნის შუაში იდგა, ასევე ქარვასლასაც შეიცავდა და ცნობილ თბილისელ ვაჭარსა და მეცენატს, გაბრიელ თამამშევს ეკუთვნოდა. თეატრი, რომლის ინტერიერი გაგარინის მიერ იყო მოხატული, 1874 წელს დაიწვა და აღარ აღდგენილა.
ქარვასლა კი მოედნის მორიგ რეკონსრუქციას 1934 წელს შეეწირა.
მოედნის მთელ სამხრეთ მხარეს იკავებს და მის მთავარ აქცენტად იგულისხმება თბილისის მერიის შენობა. მისი სიმეტრიული ფასადი და შუაში მოთავსებული საათიანი კოშკი მოედნის ღერძსაც ქმნის და იმასაც განსაზღვრავს, თუ როგორი უნდა იყოს დანარჩენი განაშენიანების მასშტაბი. ეს შენობა 19-ე ს. 40-იან წლებში აშენდა როგორც პოლიციის შენობა, რომელიც პირველად ინჟ. ოზეროვის მიერ გადაკეთდა, 19-ე საუკუნის 70-იან წლების ბოლოს კი არქიტექტორ პაულ შტერნის კონკურსში გამარჯვებული პროექტის მიხედვით მისმა ფასადებმა ფსევდო-მავრიტანული იერი მიიღო. 1879 წელს აქ ადგილი დაიმკვიდრა ქალაქის სათათბირომ და გამგეობამ. 1910-1912 წლებში შენობა კიდევ ერთხელ გადაკეთდა არსებული სტილის დაცვით. 2010 წლამდე აქ თბილისის მერია იყო განთავსებული. 2012 წელს დასრულებულ რეკონსტრუქციის პროცესში დაიკარგა შენობის ფასადების ავთენტური ლესვა, რომელიც ახალი ლესვით შეიცვალა.1991-1992 წლების თბილისის ომის შედეგად მთლიანად განადგურდა მოედნის დასავლეთი მხარის შენობების რიგი, მათ შორის 1876 წ. ინჟ. ალექსეევის მიერ აშენებული სასტუმრო “კავკაზი” -ს შენობა (შტაბის გვერდზე), იმავდროულად მოედნისა და სოლოლაკის (ლეონიძის) ქუჩის კუთხეში აშენებული ყოფილი სასტუმრო “ინტერნაციონალი” და მათ შორის მათ შორის არსებული ორსართულიანი შენობების რიგი. 2002 წელს ყველა ამ შენობის ადგილი დაიკავა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტის” ერთდერთმა 9 სართულიანმა შენობამ. ავტორი არქ. ვ. ცინცაძე.
1880 წელს გაივსო სოლოლაკის ხევი (ავანაანთხევი), მოედანი ერთიან, ქვით მოკირწყლულ სივრცედ იქცა.
1885 წელს მოედნის ჩრდილოეთ მხარეს გაშენდა ე.წ. “ნოვი სად”, (ახლანდელი პუშკინის სკვერი მისი ნაწილია), სადაც 1892 წელს პუშკინის ძეგლი დაიდგა.
მოედნის აღმოსავლეთი მხარე: 19-ე საუკუნის 50-იან წლებში ქალაქის ძველი გალავნის აფეთქების შემდეგ მისი ხაზის გასწვრივ მოედნიდან სანაპიროსკენ სახლების ახალი რიგის (პუშკინის ქუჩა) მშენებლობა დაიწყო.
პუშკინის 1-3, საკრედიტო საზოგადოება, შემდეგ საქართველოს ბანკი, აშენდა 1870-იან წლებში არქიტექტორ ზალცმანის პროექტით. ის 1903 წელს გადაკეთდა და მოგვიანებით გაფართოვდა ლესელიძის ქუჩის კუთხემდე. 2009 წელს ზალცმანის შენობა დაანგრიეს.
1902 წელს არქიტექტორ შიმკევიჩის მიერ აშენებეული “ტიფლისკი პასაჟი” 1935 წ. არქ. ნეპრინცევის მიერ გადაკეთდა (დაშენება).
2012 წელს დასრულდა მოედნის აღმოსავლეთი მხარის რეკონსტრუქცია, რომელმაც მთლიანად შეცვალა შენობების ძველი სახე და კიდევ ერთხელ მთელი მოედნის მასშტაბი. გაიზარდა სართულიანობა, სახლებს დაემატა მანამდე არარსებული არქიტექტურული ელემენტები, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურის ნაცვლად წასული საუკუნეების სხვადასხვა სტილების ნარევს წარმოადგენს. არქიტექტორები ლ.მუშკუდიანი და გ.კიკნაძე.
2012 წელს პუშკინის ქუჩის გასწვრივ რეკონსტრუქციის პროცესში გაითხარა თბილისის ძველი გალავნის ფრაგმენტები, რამაც კიდევ ერთხელ შეცვალა რეკონსტრუქციის გეგმები და ქუჩის სახე. ახლა ეს გალავნის ნაწილები ღია ცის ქვეშ გადახურვის გარეშეა დატოვებული.
19-ე საუკუნისაა ასევე დადიანის და ლესელიძის კუთხეში არსებული შენობა, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია, ხოლო მერიის მეორე მხარეს, გალაქტიონის და ლეონიძის ქუჩების კუთხეში მდგომი შენობა სრულიად უმიზეზოდ იქნა დანგრეული და მისი თავიდან აშენებული რეპლიკა ერთი სართულით მაღალი აღმოჩნდა.
საკუთრივ მოედნის სივრცეც მრავალჯერ გადაკეთდა. 1934 წელს ქარვასლის ადგილას მოედანზე მარმარილოს ტრიბუნა აშენდა, რომელიც 1950-იან წლებში ისევ დაანგრიეს. 1956 წელს მოედნის შუაში ლენინის ძეგლი დაიდგა, ავტორები : მოქანდაკე ვ.თოფურიძე, უ. ჯაფარიძის მონაწილეობით. არქიტექტორები: შ.ყავლაშვილი, გ.მელქაძე, კ.ჩხეიძე, კ.ხეჩინაშვილი. 1990 წელს ლენინის ძეგლი აიღეს და მის ადგილას ჯერ მწვანე მოლი, შემდეგ კი შადრევანი ააშენეს, რომელმაც მალევე დაუთმო ადგილი ზ.წერეთლის უზარმაზარ სვეტზე შედგმულ მოოქროვილ წმ.გიორგის მონუმენტს.
უკანასკნელი 20 წლის მანძილზე ამ მოედნის თითქმის მთლიანი განაშენიანების სიმაღლის დაახლოებით სამჯერ გაზრდამ და და უპროპოციო მონუმენტის გაჩენამ სრულიად შეცვალა მოედნის მასშტაბი. დაკნინდა მერიის შენობის, როგორც მოედნის აქცენტის მნიშვნელობა, დასავლეთის განაშენიანების მრავალფეროვნება შეიცვალა ერთი გაგნტური შენობით, აღმოსავლეთის განაშენიანების მრვალფეროვნება შეიცვალა ახალი, მაგრამ ერთ, გაურკვეველ სტილამდე დაყვანილი შენობების ჯგუფით. უცნობია, თუ რა ზომის და რა არქიტექტურული ღირებულების შენობა აშენდება “ცეკავშირის” მაგივრად და როგორ გავლენას მოახდენს ის მოედნის ისედაც დაკარგულ მასშტაბზე.
შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ურბანული სივრცის, დამახასიათებელი ელენემტების გადამწვეტი უმრავლესობა სამუდამოდ დაკარგულია.

სანდრო სიმონოვი . მე-9 კლასი
თამუნა მურღულია (XI კლასი) და ლუკა ბლუაშვილი (VIIკლასი) წარმოგიდგენთ
ძალიან საინტერესო პროექტია, ძალიან. ყოჩაღ ნინო და ყოჩაღ ბავშვებო! დამაინტრიგეთ. :)) ბავშვებმა ჯერ კიდევ არ იციან როგორ გაუმართლათ,ასთი მასწი რომ ჰყავთ.
ОтветитьУдалитьმადლობა ეკა
Удалитьნინო, წარმატებებს გისურვებ შენს საყვარელ მოსწავლეებთან ერთად, ძალიან საინტერესო და აქტიური მასწავლებელი ხარ, პროექტებით დაინტერესება და ასეთი ჩართულობა პედაგოგის პროფესიონალიზმზე მეტყველებს... სიამოვნებით ვეცნობი თქვენს ნამუშევრებს ...
ОтветитьУдалитьვეთანხმები ეკას. ყოჩაღ, ნინო!
ОтветитьУдалитьარაჩვეულებრივია, მშვენიერია! მე ეს არ მაკვირვებს, ვიცნობ რა ნინოს ნიჭიერებას!!!!
ОтветитьУдалитьძალიან დიდი მადლობა , ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მოგეწონათ
ОтветитьУдалитьმანანა ძალიან მიყვარხარ <3
ОтветитьУдалитьახლა ვნახე პირველად...საუკეთესოა...
ОтветитьУдалить