საქართველოს მწერალთა კავშირის ულამაზესი შენობა მაჩაბლის 13-ში მდებარეობს. შენობა 1905 წელს ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერაა აშენებული. შენობის არქიტექტურული სტილი მკვეთრად გამოხატული მოდერნია. ამ სახლში იკრიბებოდა ქართული ინტელიგენცია. მის სასტუმრო ოთახში კითხულობდნენ აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს... სახლს სტუმრობდა სერგეი ესენინიც. ამ სახლთან ერთად ესენინმა მთელი თავისი ქონება ქართულ საზოგადოებრიობას, ეკლესიას, ინჟინრებს, ტექნიკოსებს და კონიაკის ქარხნის მუშაკებს უანდერძა. სარაჯიშვილისა და მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სარაჯიშვილის ცოლის ძმამ დაარღვია ანდერძი და 1918 წელს გადაწყვიტა შენობის აუქციონზე გაყიდვა. ამან ქართული
საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია და მათ დახმარებისათვის ქართველ კომერსანტს და საზოგადო მოღვაწეს აკაკი ხოშტარიას მიმართეს, რომელმაც შეიძინა შენობა. 1921 წელს, ბოლშევიკების მოსვლასთან ერთად, ხოშტარიამ დატოვა საქათველო და შენობა ქართველ მწერლებს უბოძა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შენობა მწერალთა კავშირს დაუტოვეს. ამ კედლებს ბევრი ახსოვთ - პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა, მუდმივად მთვრალი გალაქტიონ ტაბიძე... 1928 წელს მაქსიმ გორკი ამ სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. აქ 1927 წელს ახალგაზრდა ახალგაზრდა ქართველ მწერლებთან შეხვედრაზე ვლადიმერ მაიაკოვსკი თავის ნაწარმოებებს კითხულობდა. 1927 წლის 8 ოქტომბერს თბილისში პროგრესიული ფრანგი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ანრი ბარბოსის საპატივცემულოდ შედგა საზეიმო შეხვედრა. 1938 წლის 10 ივლისს კი აქ იყო ცნობილი რუსი მწერალი ალექსეი ტოლსტოი.
მაშ ასე... მოგვყევით.. ჩვენ ვეწვიეთ მწერალთა სახლს, გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს ....
სწორედ მას უკავშირდება , ერთი ძალიან საინტერესო ისტორია. აი, მაშინ, როცა შემოვიდნენ წითლები და ატყდა დავიდარაბა, 1921 წლის 20 თებერვალს, სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა - პოლკოვნიკმა კლოდ ბეიფილდ სტოქსმა ტფილისიდან ბათუმის მიმართულებით ევაკუაცია განახორციელა. წასვლის წინ მან სახელდახელოდ დახია ლონდონში გაგზავნილი და იქიდან მიღებული საიდუმლო რეპორტები და სავენტილაციო მილში შეყარა. იქვე შეაგდო ქართველი სამხედროების სისხლიანი ბინტები, რომლებთაც ომის მსვლელობისას საკუთარ სახლში იფარებდა! ეს საიდუმლო სულ ახლახანს გამჟღავნდა, იმავე სავენტილაციო მილის შეცვლისას.
ამის შემდეგ, საქართველოდან ბრიტანეთში პატარა საექსპედიციო ჯგუფი წავიდა, პოლკოვნიკ სტოქსზე კიდევ უფრო მეტი ცნობის მოსაძიებლად. ამ ამბავზე პატარა დოკუმეტური ფილმის გადაღებასაც აპირებენ." (მასალა გადმოტანილია )
Комментариев нет:
Отправить комментарий