შევიხედოთ ”ჩვენი სოლოლაკის ” სახელოსნოში და ვნახოთ როგორ მუშაობენ პროექტის მონაწილეები
ჩვენ სამუშაო პროცესი მრავალფეროვანი , შემოქმედებითი, კვლევითია, ნინო მასწავლებელთან ერთად ვიკრიბებოდით კვირაში ერთხელ და ერთობლივად ვაჯამებდით ჩვენ მოძიებულ მასალას, ერთად ვაწყობდით პრეზენტაციებს, ვარჩევდით სურათებს, განვიხილავდით იმ სამომავლო სამუშაო გეგმას , რაც მომდევნო კვირაში უნდა შეგვესრულებინა .. ჩემი დავალება იყო შემექმნა სოლოლაკის გვერდი ინტერნეტში , სადაც ავტვირთავდი ყველას იმ სურათს, თუ სამუშაო პროცესს, რომელსაც ახორციელებდა ჩვენი პროექტის ყველა მონაწილე , სამუშაო ძალიან საინტერესო იყო, ჩვენს მასალას ეცნობოდა ჩვენთვის ბევრი უცხო ადამიანი, მათ შორის უცხოელები, ვფიქრობ, მცირე წვლილი შევიტანეთ სოლოლაკის პოპულარიზაციასი. მე აქ ვცხოვრობ და მიყავრს ჩემი უბანი, მინდა ყველამ იცოდეს მის შესახებ
სანდრო ხოტენაშვილი . მე-9 კლასი
ყოველთვის მიხაროდა ახალი მასალის მოძიება, რაც მთავარია მე ვიცოდი, რომ პროექტის ჯგუფში იყვნენ ჩემი სკოლელები, რომლებიც დამეხმარებოდნენ შემექმნა ჩემი მოძიებული მასალებიდან საინტერესო პრეზენტაციები, ვგრძნობდი რა საინტერესო ატმოსფერო იყო , როგორც სკოლაში შეხვედრებზე, ასევე მუზეუმში ვიზიტისას, გუდიასვილის მოედანზე ყოფნისას.. შეგვხვდა წინააღმდეგობებიც, იყვნენ ისეთი რესპონდენტებიც ვინც გვეჩხუბებოდნენ კიდეც, მაგრამ ჩვენ უკვე გაფრთხილებული ვყავდით ნინო მასწავლებელს-რესპონდენტი ზოგი მკაცრია, ზოგიც უხეში, მაგრამ უმეტესობას გაახარებთო თქვენი საქმიანობით, ეს მართლაც ასე იყო... ვფიქრობ , სულ ცოტა წვლილი შევიტანე ამ პროექტის განხორციელებაში
ნინო ილაშვილი მე-9 კლასი
პირველად ნინო მასწავლებელმა რომ შემომთავაზა ახალ პროექტს ვიწყებ და ხომ არ შემომიერთდებიო, უსიტყვოდ დავთანხმდი. სადღაც მეჩქარებოდა როგორც ყოველთვის და არც მიკთხავს რა პროექტს იწყებთ ან რა შინაარსისაა მეთქი. პირველ შეხვედრაზე გავიგე, თუ რა პროექტს ვიწყებდით. "- პროექტს "ჩვენი სოლოლაკი" ქვია და რამდენიმე თვის განმავლობაში პატარა მკვლევარები გახდებით, გაიგებთ თუ რა დიდ ისტორიას ინახავს ეს ძველი უბნი და მოკლედ ქვაც არ უნდა დაგრჩეთ გამოუკვლევიო". იმ დღიდან დავიწყე სოლოლაკის ყველა კუთხე კუნჭულში სიარული. სულ დაძაბული დავდიოდი, იქნებ ახლა მაინც შევამჩნიო რაიმე ისეთი დეტალი, რომელიც აქამდე შეუმჩნეველი მრჩებოდა მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ თურმე ბევრი რამე მრჩებოდა შეუმჩნეველი. ისე ჩავუვლიდი ყოველ დილით დიდი ქართველი ფერმწერის ვალერი მარგიანის სახლმუზეუმს არც კი ვიცოდი რა სიმდიდრეს ინახავდა ეს სახლი მისი ნამუშევრების სახით. იმ სახლზე რაღას იტყვით, სიმენსი რომ ცხოვრბოდა, თბილისის ქუჩების განმანათებელი ?! დიახ, დიახ სწორედ ლ.ასათიანის ქუჩაზე. და იმაზე რა აზრის ხართ, სწორედ ეს უბანი, რომ აარჩია ჩაიკოვსკიმ თბილისში სტუმრობისას დასაბინავებლად. რატომ მაინც და მაინც სოლოლაკი ?! იმიტომ რომ აქ ყველაზე სუფთა ჰაერია მთელს თბილისში ! აღმოჩნდა, რომ არც ისე კარგად ვიცნობდი ჩემს უბანს, როგორც მეგონა და ამ პროექტმა მომცა იმის საშუალება, რომ უკეთ გამეცნო ადგილი სადაც ფეხი ავიდგი . ამისთვის მადლობა ნინო მასწს. P.S. და კიდევ ერთი, მადლობასთან ერთად ბოდიში მინდა მოვუხადო. მახსოვს როგორ ნერვიულობდა ინგოროყვას ქუჩაზე "ეშმაკის სახლში", რომ წავედი სულ მარტო. დიახ, არ მოგესმათ ! "ეშმაკის სახლში"! სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ვერ გავარკვიეთ სინამდვილეში რა ხდებოდა იმ სახლში ან რას მალავდნენ ასე გაფაციცებით მეზობლები.
სახელოსნოში ვიკრიბებოდით კვირაში ერთხელ... ამ პროექტის დროს ბევრი საინტერესო იდეა და შემოტავაზება მივიღეთ, მუშაობაც ძალიან კარგ გარემოში მიმდინარეობდა , მოკლედ ბევრი საინტერესო დღე გვაჩუქა ნინო მასწმა!!

დიდი მადლობა ჩემ მოსწავლეებს
ОтветитьУдалитьძალიან მიყვარხართ