საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია და ჩვენ...





”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიზანია ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. ორგანიზაციას სურს შექმნას თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.” გასაკვირი არ არის, რომ მე და ჩემ მოსწავლეებს დიდი სურვილი გვქონდა გავცნობოდით ირაკლი ხვადაგიანს , საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ის გახლავთ ადამიანი, რომელიც უანგაროდ ემსახურება ადამიანებს, პირველად შეხვედრა მოხდა ”ჩვენ სახელოსნოში”, ირაკლიმ ძალიან ბევრი საინტერესო მასალა მიაწოდა მოსწავლეებს სოლოლაკის შესახებ, ჩვენი დიდი თხოვნა იყო ”სოლოლაკის თური” დაგეგმვა, რაზედაც ირაკლი ხვადაგიანი დაგვთანხმდა 




”სოლოლაკის ტური” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი პროექტის მუშაობაში, რამდენი რამ არ გვცოდნია, რამდენი სადარბაზოსთვის აგვივლია გვერდი ისე, რომ არ დავინტერესბულვართ რა ხდებოდა იქ წლების წინ, დავდიოდით ირაკლისთან ერთად სოლოლაკის ქუჩებში და ვხვდებოდით, რამდენ ისტორიას იტევს ეს უბანი, რამდენი ტკივილი გამოუვლია, რამდენი ცნობილი პიროვნება ყოფილა აქ და რამდენი ნაცნობი-უცნობის ამბავი ყოფილა მოსასმენი , დიდი მადლობა ჩვენ უფროს მეგობარს , მახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი ადამიანები აქ არიან, ჩვენ გვერდით და ბევრ რამეს გვასწავლიან 
                                                                                               მე-11 კლასი. დავით შარაბიძე 




















Комментариев нет:

Отправить комментарий