„პარიზის ბაღის“ კარები
„პარიზის ბაღი“ სწორედ ასე მოიხსენიებდნენ თვიანთ საუბრებში და წერილებში ჩვენს გამორჩეულად ლამაზ უბანს სოლოლაკს, ცნობილი მოგზაურები და ხელოვნებათმცოდნეები. (XVIII საუკუნე). ძნელია აქ გავლისას თვალი მოჰკა თუნდაც კიბეს ან აივანს და გონებამ ევროპულ სამყაროში არ გაგიტაცოს. აქ ყველაფერი ერთნაირად გამორჩეული და დასამახსოვრებელია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სიტყვებს ჩვენება სჯობს და სწორედ ამიტომ შევეცადეთ ეს უბანი (ერთის მხრივ მრავალნახული, მაგრამ მაინც) ნაკლებად ყურადღება მიპყრობილი მხრით გვენახებინა თქვენთვის –ეს მხარე, კი კარებია. ულამაზესი, მრავალი ჩუქურთმით, ორნამენტებით, ლომებით, ჩიტებით, ანგელოზებით, ყვავილებით მორთული კარები. მართლაც არაა ხშირი ასე ერთად, ასეთ სილამაზეს ეზიარო. ჩვენ ყოველდღიურად მისი ნაწილი ვხდებით, ახალი ისტორიებით აღსავსე და ბევრი ძველის წინა პლანზე წამომწევია თითოეული მათგანი. ზოგი შელახული, ზოგიც ახლის გვერდით მდგომი, მაგრამ დიდებულება შენარჩუნებული.
...და მაინც რატომ კარები ?! იმიტომ, რომ კარები ყველაფრის დასაბამია, შესასვლელია, შესაღწევი საზღვარია შენსა და საუკუნეობრივ შენობას შორის. ევროპაში, განსაკუთრებით კი XVII-XVIIIსს–ში მშენებელ–დიზაინერები დიდ მნიშვნელონას ანიჭებდნენ იმას თუ როგორ გამოეხატათ ერთი დეტალით მთელი სასახლის სიდიადე და დანიშნულება. ჩვენ ვდგავართ კარს გარეთ, მაგრამ ისინი გვიქმნიან პირველად შთაბეჭდილებას... მიზანიც ეს იყო– მიგეღო ბევრი (ემოცია, დაინეტერესება) იმისგან რასაც ხედავდი პირველად–დამალულის, ჯერ არ ნახულის შესახებ.
მოგეხსენებათ, (ძველებურად) „სალალაკში“ სასახლეების უმეტესობა სომეხი ვაჭარ–დიდებულების დაკვეთით იგებოდა. ამგვარი ექსტერიერის ჩვენში დამკვიდრებისთვის, კი იტალიელ–ებრაელ მშენებელ–დიზაინერებს უნდა ვუმადლოდეთ...
ეს სოლოლაკის იერის მხოლოდ მცირედი ნაწილია. გადავწყვიტეთ (ჩვენი აზრით) ყველაზე გამორჩეულები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის. ამის შემდეგ შევეცდებით კიდევ სხვა მხრით წარმოგიჩინოთ ჩვენი სოლოლაკის მრავალმხრივი არქიტექტურული სახე... (შეგახსენებთ, ეს მხოლოდ ნაწილია)...
თინათინ გაჩეჩილაძე და ქეთევან სადრაძე
2014 წელი
დარბაზოები
ათეშგა
თბილისში, კერძოდ კი სოლოლაკის ახლოს, ბეთლემთან კიბეებს რომ აუყვებით და გზას ხელმარცხნივ გააგრძელებთ შეგხვდებათ კარები, ამ კარს მიღმა კი ერთ-ერთი უნიკალური ისტორიული ძეგლი, რომელიც გვაკავშირებს იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმები აბრიალებდნენ ცეცხლს და ზოროასტრიზმს ავრცელებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ქურუმების ადგილსაბრძანებელი ბევრგან იქნებოდა, დღეს კი შემორჩენილია მხოლოდ ერთადერთი. რამდენი ყოფილხართ სოლოლაკის ბეთლემის მონასტერში? ალბათ, უამრავი.. იქიდან თუ აყოლილხართ ბილიკს და გინახავთ ათეშგა? ზოგს არც კი გსმენიათ არა? ხოდა გვისმინეთ
ახლა ჩვენ , ჯერ ავხსნათ რას ნიშნავს სიტყვა ათეშგა -ათეშ (სპარსულად ცეცხლი), გაჰ-ადგილი, იგივე “ცეცხლის საგზებელი”, ”სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე ამ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა.რაც შეეხება მის ფიზიკურ ავთენტურობას, ნაგებობამ რა თქმა უნდა სახე იცვალა საუკუნეთა მანძილზე. არსებული მოსაზრების თანახმად ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ გადაკეთდა მეჩეთად, ან მის ფუძეზე იქნა აშენებული მეჩეთი და რომ 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთერთად ეს ნაგებობა უნდა ვიგულისხმოთ.მოგვიანებით შენობა გამოყენებული ყოფილა საწყობად, ხოლო XIX ს-ში – საცხოვრებლად.შარდენის 1673 წლის თბილისის გეგმაზე ათეშგა დაბალყელიანი სფერული გუმბათით დასრულებულ კუბს წააგავს, რომელსაც ირგვლივ შემოზღუდული თავისუფალი ფართობი აქვს. ტურნეფორის 1700 წლის გეგმაზეც იგი დაახლოებით ასევე
გამოიყურება; დღევანდელი ნაგებობის საერთო სახეც ასეთია, ანუ შენობის სავარაუდო გადაკეთებამდელი და შემდგომი სახის შედარება არსებით სხვაობას არ გვაძლევს. ან უნდა ვიფიქროთ, რომ შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა მნიშვნელოვანი გადაკეთების გარეშე მომხდარა და იმდენად მცირე ხანს გაგრძელებულა,რომ თავდაპირველი სახელწოდების დაკარგვა ან შეცვლაც არ გამოუწვევია.” (http://ucnauri.com/ )
მაშ, ასე ვიწყებთ გამოკითხვას-რამდენმა იცის რა არის ათეშგა?

მოგესალმებით
კიდევ ერთხელ...
ვფიქრობთ ჩვენი პირველი ფილმი , რომელსაც „პარიზის
ბაღის კარების“ სახელით იცნობთ თქვენთვის მოსაწონი და საინტერესო იყო. როგორც ბოლო
„შეხვედრისას“ დაგპირდით ზემოაღნიშნული მხლოდ და მხოლოდ ნაწილი იყო ჩვენი სოლოლაკის
არქიტექტურული სახის კვლევის საქმეში. სწორედ ამიტომ, უწინდელზე საუბრით რომ არ მოგაბეზროთ
თავი (ამაზე უკვე საკმარისად მოგითხრეთ) ახლა
ახალი, რიგით II ფილმის შესახებ განვაგრძობთ მოყოლას...
II ფილმი- აქ
ჩვენ შევეცადეთ პირველ რიგში დანაპირები შეგვესრულებინა და მეორე რიგში მოსალოდნელი
ინეტერესი გაგვემართლებინა. მოვშველიეთ: უწინ ნასწავლი, გაგონილი, მოთხრობილი. ლომის
წილი ჩვენ კვლევაში ეროვნულ–საჯარო ბიბლიოთეკას უჭირავს. მართლაც მრავალი ახლის შემცნობელი
და აქამდე უცნობის გამაანალიზებელი აღმოჩნდა იქ მოპოვებული მასალები.
მნიშვნელოვანია
რუსი მოგზაურის და მწერლის ი.პოლონსკის ჩანაწერები. კერძოდ კი ძველი თბილისის აღწერილობა.
„მრავალაივნიანი ტფილისი“ ასე უწოდებია მას ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენი სოლოლაკი კი სწორედ
ის გარემო აღმოჩნდა, სადაც (მრავალაივნიანობასთან ერთად) სრულიად მოეყარა თავი მრავალ
არქიტექტურულ ტიპს. გვიანდელი კლასიციზმისთვის (და არა მხოლოდ) დამახასიათებელი კუთხოვანი,
მრგვალი იტალიური ეზოს კიბეები, ღია–გალერეა ორმხრივი აივნები. ასევე იტალიური ტიპის
სხვენები, რომლებიც ხაზს უსვამს სასახლის პატრონის ტიტულს და მრავალი სხვ.
შემოთავაზებული ძველებური სურათებიც საჯარო
ბიბლიოთეკას ეკუთვნის. ვიფიქრეთ შედარებისა და აღქმისთვის უკეთესი საშუალება იქნებოდა
ამგვარი თანწყობა – ძველი/ახალი. რაც შეეხება
გამოკვეთილ კონტრასტს, ესეც ერთგვარი სურვილი იყო ჩვენი მხრიდან,როგორც არქიტექტურული
სიძველე–სიახლის კვეთა.
ისევე როგორც უწინ, ახლაც ვიმედოვნებთ, რომ
ეს ფილმიც მოსაწონი და საინტერესო იქნება თქვენთვის. (დამატებითი ტექსტობრივი მასალების
შესახებ ინფორმაციას ფილმისთვის მოგიტოვებთ)...
P.S
... და მუსიკალური ფონი, რაც ჩვენ ფილმს დავურთეთ.
პირველსავე წუთებში მიხვებით , რომ The
Beatles -ს “Here comes the sun” გესმით.
სოლოლაკიც ხომ მართლაც ის ადგილია სადაც
“Comes the sun”…
გემშვიდობებით ჩვენი პირვანდელი დევიზით: „არ არსებობს „ბარიერი“ , ჩვენ ყველაფერს შევძლებთ“!!!
პროექტი „ჩვენი
სოლოლაკი“
ქეთევან სადრაძე
და თინათინ გაჩეჩილაძე (2014 წელი)
დარბაზოები
ათეშგა
თბილისში, კერძოდ კი სოლოლაკის ახლოს, ბეთლემთან კიბეებს რომ აუყვებით და გზას ხელმარცხნივ გააგრძელებთ შეგხვდებათ კარები, ამ კარს მიღმა კი ერთ-ერთი უნიკალური ისტორიული ძეგლი, რომელიც გვაკავშირებს იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი ქურუმები აბრიალებდნენ ცეცხლს და ზოროასტრიზმს ავრცელებდნენ. გასაკვირი არ არის, რომ ქურუმების ადგილსაბრძანებელი ბევრგან იქნებოდა, დღეს კი შემორჩენილია მხოლოდ ერთადერთი. რამდენი ყოფილხართ სოლოლაკის ბეთლემის მონასტერში? ალბათ, უამრავი.. იქიდან თუ აყოლილხართ ბილიკს და გინახავთ ათეშგა? ზოგს არც კი გსმენიათ არა? ხოდა გვისმინეთ
ახლა ჩვენ , ჯერ ავხსნათ რას ნიშნავს სიტყვა ათეშგა -ათეშ (სპარსულად ცეცხლი), გაჰ-ადგილი, იგივე “ცეცხლის საგზებელი”, ”სახელწოდება ათეშგა მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან „ათეშგაჰ“, რაც ცეცხლის ადგილს ნიშნავს. ისტორიკოს პლატონ იოსელიანის ცნობით, ცეცხლთაყვანისმცემელთა საკერპე ამ ადგილას უძველესი დროიდან მდგარა.რაც შეეხება მის ფიზიკურ ავთენტურობას, ნაგებობამ რა თქმა უნდა სახე იცვალა საუკუნეთა მანძილზე. არსებული მოსაზრების თანახმად ათეშგა 1724 წლიდან თბილისში გაბატონებული თურქების მიერ გადაკეთდა მეჩეთად, ან მის ფუძეზე იქნა აშენებული მეჩეთი და რომ 1735 წელს თურქების თბილისიდან განდევნისას ნადირშაჰის მიერ დანგრეული ორი მეჩეთიდან ერთერთად ეს ნაგებობა უნდა ვიგულისხმოთ.მოგვიანებით შენობა გამოყენებული ყოფილა საწყობად, ხოლო XIX ს-ში – საცხოვრებლად.შარდენის 1673 წლის თბილისის გეგმაზე ათეშგა დაბალყელიანი სფერული გუმბათით დასრულებულ კუბს წააგავს, რომელსაც ირგვლივ შემოზღუდული თავისუფალი ფართობი აქვს. ტურნეფორის 1700 წლის გეგმაზეც იგი დაახლოებით ასევე
გამოიყურება; დღევანდელი ნაგებობის საერთო სახეც ასეთია, ანუ შენობის სავარაუდო გადაკეთებამდელი და შემდგომი სახის შედარება არსებით სხვაობას არ გვაძლევს. ან უნდა ვიფიქროთ, რომ შენობის ფუნქციური დანიშნულების შეცვლა მნიშვნელოვანი გადაკეთების გარეშე მომხდარა და იმდენად მცირე ხანს გაგრძელებულა,რომ თავდაპირველი სახელწოდების დაკარგვა ან შეცვლაც არ გამოუწვევია.” (http://ucnauri.com/ )
მაშ, ასე ვიწყებთ გამოკითხვას-რამდენმა იცის რა არის ათეშგა?
ათეშგა - ეს გახლავთ არა სოლოლაკში, არამედ ქვემო კალაში, კლდისუბნის ბეთლემის უბანში.
ОтветитьУдалитьვიცით , სოლოლაკის შემოგარენს შესწავლა არ უნდა? პროექტი არ ისაზღვრება, მისი საზღვრები გახსნილია
ОтветитьУдалить