პროექტი


1.პროექტის სახელი 
 ”ჩვენი სოლოლაკი”
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა)
სოლოლაკის ისტორია, კულტურა, ტრადიციები
3.პროექტის აქტუალურობა
  • მოსწავლეები შეისწავლიან თბილისის ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი უბნის ისტორიას;
  • მოიპოვებენ ძველი სოლოლაკელების სურათებს და შექმნიან ფოტო გალერეას;
  • ჩააატრებენ გამოკითხვას და წინ წამოსწევენ სოლოლაკის ქუჩებში არსებულ პრობლემებს;
  • შეისწავლიან სოლოლაკის არქიტექტურა;
  • შეხვდებიან საინტერესო ადამიანებს, ჩაიწერენ მათ მოგონებებს;
  • შეუნარჩუნებენ მომავალ თაობებს იმ თქმულებებს და ლეგენდებს , რომლებსაც მოიძიებ და განათავსებენ ბლოგზე;
  • ჩართავენ მუშაობაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებს; მოაწყობენ მათი ნახატების გამოფენას;
  • ისწავლიან და ასწავლიან სხვებს  იმ უბნის ისტორიას, სადაც სწავლობენ და  ცხოვრობენ ;
4. პროექტის მიზნები 
  • გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევების განვითარება: ინტერვიუს აღება, გამოკითხვის ჩატარება,მასალების დამუშავება ისტ - ის მეშვეობით; 
  • სტატიის მომზადება;
  • თანამშრომლობითი, საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების, გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ - ჩვევების განვითარება;
  • მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები ) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი 
VII, VIII, IX,XI, XII კლასები 
6. ვადები/ხანგრძლივობა 
ერთი თვე 
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
  • ვიდეო მასალა
  • ჩანაწერები
  • ჩანახატები
  • სტატიები
  • კლიპის შექმნა 
  • გვერდის შექმნა facebook ზე
  • ვებ.გვერდის შექმნა სოლოლაკზე
  • ექსკურსია
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები;
  • კომპიუტერი, პლანშეტი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა;
  • პროექტორი, შტატივი
  • ადამიანური რესურსი;
  • ძველი  საოჯახო ალბომები;
  • საჭირო ლიტერატურა;
  • ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
  • ფანქრები და კალმები. 
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
  • ჯგუფების შექმნა;
  • ფუნქციების განაწილება;
  • კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალა სოლოლაკის ქუჩების გადაღება, ვიდეო-კლიპების დამზადება; საინფორმაციო გვერდების შექმნა ინტერნეტ სამყაროში და მუდმივი შევსება მოკვლეული მასალებით, გარკვეულ ნაწილს - აქ მცხოვრები ”უხუცესების”მოძიება და ინფორმაციების ჩაწერა;   ასევე  - ლეგენდების, თქმულებების მოძიება, კვლევა მათი წარმოშობის შესახებ,გარდა ამისა- ზოგ მოსწავლეს - სკოლაში დაწყებით კლასების მოსწავლეებთან მუშაობა-გამოფენის უზრუნველყოფა.
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
  • შექმნილი ბლოგის პრეზენტაცია;
  • გამოფენის მოწყობა
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:

ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
პრეზენტაციის უნარი;
მსჯელობა;
წერითი სამუშაო.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია,გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციოტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)

ისტორია
პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ შემდეგი უნარ-ჩვევები 
მშობლიური ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენების შესწავლის პროცესში მოსწავლეს უნდა განუვითარდეს შემდეგი უნარები:
· სივრცეში ორიენტირება
· ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება
· კომუნიკაცია
· სწავლის უნარი
· კვლევა
· შემოქმედებითი უნარი
· ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია
· თვალსაჩინოებების გამოყენება და შექმნა
· გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გავრცელების დადგენა
· თანამშრომლობა
· სამოქალაქო პოზიციის შემუშავება, კრიტიკა და დაცვა
· ტოლერანტობა
· პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გააზრება და სხვადასხვა საკითხებს შორის კავშირების დადგენა
· პიროვნული და საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრა
პროექტის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მისი ინდიკატორები 
ისტ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.
ისტ.VIII.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა კომუნიკაციების განვითარების ისტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე.
ისტ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ვაჭრობის მნიშვნელობაზე ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
ისტ.VIII.18. მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.
ისტ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
ისტ.IX.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ.
ისტ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია სოციალური სტრუქ­ტურების ურთიერთ­მიმართების კვლევა. ისტ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყნის მატერია­ლურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენის ანალიზი
ისტ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კულტურების ურ­თიერთზეგავლენის საკითხების კვლევა.
ისტ. XII.3. მოსწავლეს შეუძლია XIX და XX საუკუნეებში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებების ანალიზი.
ისტ. XII.4. მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ისტორიის საკითხების კვლევა. მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრა.
ისტ. XII.5. მოსწავლეს შეუძლია XIX და XX საუკუნეებში სოციალური სტრუქ­ტურების ურთიერთ­მიმართების კვლევა. ისტ. XII.6. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა საზოგადოების ცნობიერებაზე ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდში ჩამოყალიბებული სოციალური სტრუქტურების გავლენის შესახებ.
ისტ. XII.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კულტურების ურთიერთობის კვლევა.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):
ტიციან ტაბიძის სახელობის №43-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე;
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა:abuladze1973@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი: 
http://sololakele.blogspot.com/

3 комментария:

  1. მშვენიერიაააა! საინტერესო სანახავი იქნება დასრულებული პროექტი. ველოდები მოუთმენლად! წარმატებები შენ და შენს მოსწავლეებს!

    ОтветитьУдалить
  2. დიდი მადლობა რუსა, იმედი მაქვს საინტერესო გამოვა <3

    ОтветитьУдалить
  3. დიდებულია! ძალიან მომწონს. მეტად საჭირო პროექტია. უდავოდ, დიდად დაეხმარება არა მხოლოდ თქვენი სკოლის, არამედ ყველა მოსწავლესა და ისტორიით დაინტერესებულ პირს. გისურვებთ წარმატებებს თქვენს კეთილშობილურ საქმეში!!!

    ОтветитьУдалить