пятница, 7 марта 2014 г.

ჩვენ

ჩვენ  სოლოლაკელები ვართ ..
ნუ იფიქრებთ , რომ ყველა სოლოლაკში ვცხოვრობთ , უბრალოდ ჩვენ  სოლოლაკის ერთ ერთ უძველეს სკოლაში ვსწავლობთ..
  ჩვენ არ ვართ მარტო ერთი კლასიდან.. უბრალოდ ჩვენ ნინო მასწავლებლის მოსწავლეები ვართ
 თვითშეფასებით დავიწყებთ, თუმცა ვიცით სულ ბოლოში უნდა დაგვეწერა..
 პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 22 ნოემბერს ,  ვიკრიბებოდით კვირაში ერთხელ, ვგეგმავდით და ვწერდით სამუშაო გრაფიკს, ვინაწილებდით დავალებებს... გვეგონა ერთ თვეში შევასრულებდით ყველაფერს .. მაგრამ ასე არ მოხდა
  ვისაც უმუშავია მსგავს პროექტზე თავად გვეტყვის ახლა -ერთი თვე არ არის საკმარისი , მეტი დროა საჭიროო, ჩვენც დაგეთანხმებით და ვაღიარებთ, ცოტა რთული ყოფილა მუშაობა... ერთ პატარა უბანში იმდენია სანახავი, გამოსაკვლევი, ჩასაწერი, დასახატი, გადასაღები მინიმუმ 4 თვე დაგვჭირდა .. თან ნინო მასწავლებელთან ერთად მივედით ერთ დიდ დასკვნამდე, არასოდეს დაგეგმოთ გრძელვადიანი პროექტი ახალ წლამდე ერთი თვით ადრე... დიახ, ასეა, ახალმა წელმა წაიღო ჩვენი სამუშაო გრაფიკის 20 დღე .. ვერ გეტყვით, რომ მასწი არ შემოგვძახებდა ხოლმე, მაგრამ ახალი წელი ხომ ერთხელ არის წელიწადში...

  
არ ვიცით, რამდენად კარგად შევძელით მუშაობა, ჩვენ ვფიქრობთ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო.. არც იმას ვამბობთ, რომ დავამთავრეთ ამ პროექტზე მუშაობა, სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ერთ-ერთ  შეხვედრაზე, რომ ეს ისეთი თემაა, რომელიც ყოველთვიურად, ყოველწლიურად უნდა შეივსოს, მთავარია ჩვენ დავიწყეტ, მთავარია არსებობს სკოლაში ადამიანი, რომელიც გვერდში გვიდგას და ჩვენთან ერთად ხარობს ჩვენი ”აღმოჩენებით”...
  ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას , ეს პროექტი ჩვენთვის არც პირველია და არც უკანასკნელი.. იმედია კვლავ ბევრ საინტერესო მასალას ნახავთ ჩვენს გვერდზე.. ჩვენ თქვენი თანადგომის იმედიც გვაქვს... 
                                                                            ”ჩვენი სოლოლაკის ”ჯგუფი... 




                                                     ჩვენ ....


понедельник, 20 января 2014 г.


დღეს დასრულდა  საახალწლო არდადეგები.. ჩვენ ისევ ვაგრძელბთ სოლოლაკის თემაზე მუშაობას , შემოგთავაზებთ რამდენიმე ვიდეო-ჩანახატს 

ლუკას და თამუნას ნამუშევარი
                                                                                                                                                                 




ანა გორგოშიძე . კოჯრის ქუჩა